ანტიკრიზისული გეგმა

ბოკერია ანტიკრიზისულ გეგმაზე: გვჭირდება ნაკლები და დაბალი გადასახადი

ტაბულა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მოგების გადასახადი გაუქმდება და მას გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადი ჩაანაცვლებს. ასევე, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება. ენმ-ის განცხადებით, შედეგად, ასეულ ათასობით ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს 1.4 მლრდ ლარი დარჩება განსაკარგავად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გარდა ამისა, პარტიის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სახელმწიფო შეწყვეტს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები სარგებელს გადასახადების შემცირების ხარჯზე მიიღებენ. ენმ ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხარჯები შემცირდება ბიუროკრატიის რაოდენობისა და მასზე დანახარჯების შეკვეცის შედეგად.

"ნაკლები და დაბალი გადასახადი, რომ მეტი ფული დარჩეს ბიზნესსა და ჩვენს მოქალაქეებს. მხოლოდ ამით შეიძლება შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. დღეს ჩვენი საერთო ფულის გაფლანგვა ხდება, პირველ რიგში, უაზრო ბიუროკრატიაზე, პრემიებზე, ხელფასებზე, დანამატებზე და, მეორე მხრივ, იმ ადამიანებზე, ვინც ძალიან შეძლებულები არიან და ეს ფული მაინც მათზე იხარჯება", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები