სიკვდილით დასჯა

ეგვიპტეში ფეხბურთის მოედანზე შეტაკებაში მონაწილე 11 პირს სიკვდილით დასჯიან

AFP

ეგვიპტის სასამართლომ 11 კაცს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ეგვიპტის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლოს ცნობით, 11 პირს 2012 წელს ფეხბურთის მოედანზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილეობაში ედება ბრალი. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს საფეხბურთო მოედანზე გულშემატკივართა შეტაკებას 70 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ზოგიერთი ბავშვი იყო. 

მომხდარში ბრალდებულ დანარჩენ 40 პირს პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლებამ გულშემატკივრების მოედანზე დასწრება აკრძალა, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ამჯერად გულშემატკივრებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრება მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით შეუძლიათ.

კომენტარები