ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციას მართავს

facebook.com

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციას მართავს. ენმ-ის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყნის სიღარიბიდან ამოსასვლელად, მნიშვნელოვანია, ბიზნესს მიეცეს გასაქანი და მოიმატოს სამუშაო ადგილებმა.

"ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს მიეცეს გასაქანი და დაიწყოს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი მატება და, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ბიუროკრატიაზე, მათ სანათესაოზე და კორუფციაზე გათვლილი უამრავი უსარგებლო პროგრამა შეიცვალოს მიზანმიმართული პროგრამებით, რათა ფული უშუალოდ მივიდეს ხალხთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია მოგების გადასახადის გაუქმება. ბიზნესთან სახელმწიფოს დავების დიდი ნაწილი ამით იხსნება და ბიზნესი რეალურად თავისუფლდება, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების კუთხითაც", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები