ზურაბ ადეიშვილი

ადეიშვილი: ამომრჩეველი მიხვდა, რომ უპასუხისმგებლო დაპირებების დაჯერება ცუდია

საზოგადოება ახალ მოთხოვნებს აყენებდა, იყო პროგრესზე ორიენტირებული და ჩვენ ხანდახან უფრო ძველ გადაწყვეტილებებს ვთავაზობდით ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგალითად როდესაც ჩვენ კრიმინალი და კორუფცია დავამარცხეთ, ვერ მოვახერხეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შეგვეცვალა ლიბერალური პოლიტიკით. როდესაც ვამბობდით, რომ პროგრესი გქვონდა უმაღლესი განათლების რეფორმაში, დავაგვიანეთ სასკოლო განათლების რეფორმა. მეორე ტალღა რეფორმების დაგვიანდა. ის რა ინტერესებიც იყო ამომრჩელის, ამაზე რეალური პასუხი ვერ გაეცა, ბევრ შემთხვევაში პასუხი იყო გაცემული, მაგრამ საზოგადოება მეტს ითხოვდა. სერიოზული წარმატება გვქონდა ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაგრამ ვერ მივაღწიეთ დაგვემარცხებინა სტრუქტურული უმუშევრობის პრობლემა. ასევე არ შეიძლება იმის დავიწყება, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ჰქონდა მიმზიდველი იყო. ეს იყო უფასი ჯანდაცვა, უმუშევრობის დაძლევა, განახევრებული ტარიფი, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ეს შეუძლებელია, რომ თვით მდიდარმა ადამიანმაც კი მისცეს ასეთი რამ. ამომრჩეველმა მიიღო კარგი გაკვეთილი. შეუძლებელია ასეთი მემარცხენე ტიპის დაპირების დაჯერება

განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საუბრისას

კომენტარები