ზურაბ ადეიშვილი

ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

YouTube/ ნიკას არხი/Nika's channel

ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადეიშვილმა, წარმომადგენლის მეშვეობით, 4 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

"სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა". – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები