შსს

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული გიორგი ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცავების ცნობით, ბრალდებულმა 5 ივნისს, დაბა ჩოხატაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას 1968 წელს დაბადებულ ზურაბ უ-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გიორგი ლ. შემთხვევიდან სამ დღეში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაზარალებული გიორგი ლ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები