არაფორმალური მმართველობა

TI: 2013 წლის ბოლოდან ქვეყანაში შესაძლო არაფორმალური მმართველობის ნიშნებია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო არსებული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად არაფორმალური მმართველობის ნიშნებს ასახელებს. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მიმდინარეობს. ანგარიშის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არაფორმალური გავლენის ნიშნები არსებობს.

"2013 წლის ბოლოდან მოყოლებული თავი იჩინა შესაძლო არაფორმალური მმართველობის ნიშნებმა, რაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობაზე გავლენის შენარჩუნებაში გამოიხატა. ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრად 2012 წლის მიწურულს აირჩიეს, მაგრამ 2013 წლის ნოემბერში იგი ამ თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიუხედავად, როგორც ჩანს, ივანიშვილი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც პრობლემურია, რადგან ოფიციალური თანამდებობის არქონის პირობებში კანონით დადგენილი ანგარიშვალდებულების მექანიზმები ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება", - ნათქვამია TI-ის ანგარიშში.

 

კომენტარები