შსს

რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცი ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

37 წლის გიორგი ლეკიაშვილი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა, ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

ლეკიაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვა მის მძიმე ფსიქიკურ ფონს უკავშირდებოდა. გიორგი ლეკიაშვილი საბურთალოს რაიონში ცხოვრობდა და მას 4 შვილი დარჩა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები