საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ორი მოქალაქე - გელა მამულაშვილი და ლამზირა ძიგავა დააკავა.
სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი პიროვნება დაარწმუნეს, თითქოს ისინი მუშაობდნენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არეგისტრირებდნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, რის სანაცვლოდაც დაზარალებულ მოქალაქეს მოსთხოვეს და 13 500 აშშ დოლარი გამოართვეს.
აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





