ე.წ. კაბელების საქმე

შოთაძე: „კაბელების საქმეზე“ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს


დღეს სასამარლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება, ისიც ნაწილობრივ. საუბარია ერთ-ერთ ექსპერტიზის დასკვნაზე. ამავდროულად მინდა საზოგადოებას ისიც ვაცნობო, რომ დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის მტკიცებულებებიც. არსებობს შესაბამისი პროცედურები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და ჩვენ ამით აუცილებლად ვისარგებლებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საქმე შედგება 21 ტომისგან და ის არის სრულად პროკურატურის მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უწყებას სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია, არის უბრალოდ აბსურდული. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, შემიძლია განვაცხადო, ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ძალიან კარგად. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ თავს აარიდებს პასუხისმგებლობას და შერჩება ხალხისთვის მოპარული საბიუჯეტო თანხები. ეს მუქარა არ არის. ეს არის ფაქტის კონსტატირება. ეს არის ჩვენი გეგმა ამ საქმეზე და მას მივიყვანთ ბოლომდე.

 

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები