სააკაშვილი უკრაინაში

პოროშენკო: მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში წესრიგის დამყარებას შეძლებს

dailystormer.com

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში წესრიგის დამყარებას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი გუბერნატორი პრეზიდენტის მხარდაჭერით მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, ვინც სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილებას საჯაროდ მხარი დაუჭირა.

"მათთვის, ვისაც წესრიგის დამყარების ეშინია, ეს შიში ძალიან საფუძვლიანია. ამ შიშების გამო მე და ჩემს მიერ დანიშნული ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ვერ ვიტყვით უარს მტკიცე გადაწყვეტილებების განხორციელებაზე. ეს შეეხება კონკურსებს რაიონების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე, ახალი გუნდისა და ახალი ელიტის ფორმირებას. ოდესაში წესრიგის დამყარებას და ინვესტორთა დაცვას კრიმინალებისგან", - განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები