აშშ-ის რაკეტები ევროპაში

ვაშინგტონი ევროპაში სახმელეთო ბაზირების რაკეტების განთავსებას განიხილავს

AP

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ, ევროპაში სახმელეთო ბაზირების რაკეტების განთავსებას შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარეობს დისკუსია ამერიკული ბირთვული შეიარაღების სრულყოფის თაობაზე, რუსული სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად. თუმცა, ამის შესახებ პირდაპირ არ საუბრობენ.

ამავე დროს, ვაშინგტონი ცდილობს მოსკოვთან მოლაპარაკების განახლებას საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულების თაობაზე.

კომენტარები