საგადასახადო სისტემა

მთავრობა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის გეგმას სექტემბერში გამოაცხადებს

ტაბულა

საქართველოს მთავრობა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას გეგმავს, რაც მიზნად ეროვნული ვალუტის გამყარებას და ქვეყანაში ბიზნესაქტივობის ზრდას ისახავს. ფინანსთა მინისტრის თქმით, დღეისთვის განიხილება რამდენიმე გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება სისტემის ლიბერალიზაცია. მათ შორის არის ესტონური მოდელიც, რომელიც მოგების გადასახადის სრულ განულებას ითვალისწინებს. ხადურის თქმით, კონსულტაციები ესტონურ მხარესთანაც მინდინარეობს. პარლამენტში ასევე შესულია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის კანონპროექტი, რომელიც რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

"რაც შეეხება მოგების გადასახადს, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, ვმუშაობთ ესტონურ ვარიანტზე, ჩართულია ჩვენი საელჩო ესტონეთში, ჩემი მოადგილე, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ესტონეთის ფინანსთა სამინისტრო. ეტაპობრივ შემცირებაზე არ არის, მე დღეს ვთქვი, რომ სექტემბრისათვის ჩვენ წარმოვადგენთ ასე ვთქვათ, საგზაო რუკას თუ როგორ, რა მიმართულებით წავალთ" - თქვა ხადურმა.

 

კომენტარები