არჩევნები 2016

სააკაშვილი: არჩევნების მოპარვა თითქმის გარდაუვალია

ეს ჩვენ გადავეცით ხელისუფლება წყნარად და მშვიდობიანად. ეს მე ვიყავი, ვინც გამოაცხადა 3 წუთში არჩევნების შედეგები. ეს კაცი არსად წასვლას არ აპირებს. დააპრივატა უზარმაზარი მთა თბილისის თავზე, ჭრის იქ მთას და აპირებს თავის სახლის გაფართოებას ოთხჯერ... თუ არჩევანს მოპარავენ ხალხს, რაც თითქმის გარდაუვალია, დღეს რასაც ვუყურებ, ხალხი აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და ჯერ ერთი, მიაღწიოს იმას, რომ არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარდეს და მივიდეს მასობრივად და როგორც კი დაიწყებენ მოპარვას, რაც პრაქტიკულად გარდაუვალია, აჩვენოს ისეთი ერთიანობა და ისეთი სიმშვიდე და კონსოლიდაცია, რომ არ გაატოკოს ესენი საერთოდ

განაცხადა ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები