ევროპარლამენტი

რუს დიპლომატებს ევროპარლამენტის შენობაში შესვლის უფლება შეეზღუდათ

ევროპარლამენტმა საკუთარ შენობაში რუს დიპლომატებს შესვლა შეუზღუდა. ეს ფაქტი ევროპარლამენტის სპიკერის მარტინ შულცის პრესსამსახურმა დაადასტურა. რუს დიპლომატებს შენობაში შესასვლელად ამიერიდან ყოველ ჯერზე საშვების აღება მოუწევთ. აკრძალვა ევროკავშირში რუსეთის ელჩს და კიდევ ერთ დიპლომატს არ შეეხება.

რუსეთის საგარეო უწყებამ ამ ფაქტის გამო აღშფოთება გამოთქვა. ევროპარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქვეყანაში შესვლა ევროკავშირის 89 მოქალაქეს აუკრძალა.

კომენტარები