ღია მმართველობა

პრემიერი: რამდენიმე ურჩი მინისტრია, ვინც არ ამბობს, რამდენ ფინჯან ყავას სვამს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას რამდენიმე ურჩი მინისტრი ჰყავს, "რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს". აღნიშნული მან ექსპო-ჯორჯიაში "ღია მმართველობის პარტნიორობის" ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"მე სიამაყით გეტყვით, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფორუმის ფარგლებში საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება მედიის წარმომადგენლების, ზოგადად საზოგადოების, მეტი იყო მოქალაქეების ჩართულობა. გეტყვით, რომ რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დავარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაციაც გასცენ. რა თქმა უნდა, იდეალური არ არის. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ მოქალაქეებთან ურთიერთობის ფორმები", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები