მეწყერი

უამინდობის გამო, ხევსურეთში, დამეწყრილ ადგილას გეოლოგების ჯგუფი ვერ მიდის

გარემოს დაცვის სამინისტრო

ხევსურეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, შეუძლებელია ადგილზე გეოლოგების გამგზავრება.

"პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიკარგა. ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება ადგილზე გეოლოგების ჯგუფის გამგზავრება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გაემგზავრება შატილში. ქართველი და ჩეხი გეოლოგები ადგილზე სიტუაციას შეაფასებენ, რისკებს განსაზღვრავენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები