- საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვლავ ამ ქვეყნის მოქალაქედ რჩება - ოფიციალური ცნობა სამთავრობო უწყებებს ჯერ არ მიუღიათ, რომელიც სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობას დაადასტურებს. მიხეილ სააკაშვილი არ გეგმავს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართოს.
- მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის მიღებას საქართველოშიც ეხმიანებიან - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა ან გაფუჭება წარმოუდგენელია.
- საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესაძლებლობას დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავდნენ - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული პაკეტი მაჟორიტარული წესის პროპორციულით შეცვლას ითვალისწინებს. არასამთავრობოები აპირებენ, რომ პარლამენტს მიმართონ, რათა საარჩევნო რეფორმის განხორციელება სწრაფად დაიწყონ
- რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. საუბარი შეხვედრაზე მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულების რეალიზაციას შეეხო, რომელსაც ხელი მარტის ბოლოს მოეწერა. დოკუმენტი უსაფრთხოების საერთო სტრუქტურების შექმნას, საზღვარზე გადასვლის გამარტივებას და ცხინვალისთვის დაფინანების გაზრდას ითვალსიწინებს.
ფოკუსი




