სააკაშვილი უკრაინაში

ქუცნაშვილი: ტარას შევჩენკოს სამშობლოში უცხოტომელების დანიშვნები არ მოეწონებათ

უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა რომ ნელ-ნელა აგრესიას იწვევს, მათ შორის უკრაინულ საზოგადოებაში, ესეც ცალსახაა. მე გული მწყდება სხვა რამეზე, რომ არ მინდა კარგ უკრაინელ ხალხს შეაძულონ ქართველები და ამ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ ქართველები იქნებიან შეძულებულები უკრაინელი ხალხის მიერ, იმიტომ, რომ არცერთ თავმოყვარე, ამხელა კულტურის და ისტორიის ტარას შევჩენკოს სამშობლოს შეუძლებელია მოსწონდეს სხვა, უცხოტომელების მმართველობა და უცხოტომელების ხელისუფლებაში ყოფნა. უკრაინა მდიდარია ინტელიგენციით, უკრაინა მდიდარია წესიერი ხალხით, მათ უნდა მიეცეს გასაქანი და არა ისე, რომ ლეგიონერების მეშვეობით მართონ სახელმწიფო. ასე რომ, ვიმეორებ, ეს მათი საქმე არის, მაგრამ მე ყველაზე ძალიან მეშინია, რომ კარგ უკრაინელ ხალხს არ შესძულდეს ქართველი ერი აი, ამ ცუდი მმართველების გამო.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე.

კომენტარები