ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს გამართავენ. პარტიის წარმომადგენლები კიევში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავენ. შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი დაკავშირებულია პროცედურასთან, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
"ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას შეზღუდული აქვს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში ჩამოსვლა პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეების გამო, ჩვენ კიევში ჩავალთ და იქ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით", - თქვა მაჭავარიანმა.





