შინაგან საქმეთა სამინისტრო

თალაკვაძე: ქართველ სპეცსამსახურებზე სააკაშვილმა ალბათ, იხუმრა

არჩილ თალაკვაძე
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას უარყოფს და მას ხუმრობას უწოდებს. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ მას აგენტები მიუჩინა.

"არა მგონია, რომ ეს სერიოზული განცხადება იყოს, ვფიქრობ, უფრო ხუმრობა იყო, რომელიც სერიოზულად მიიღეს ჟურნალისტებმა. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ამას. ვფიქრობ, იურისტების კომენტარებიც კი არ სჭირდება იმას, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურები იმ სახით მოღვაწეობენ, როგორც ეს სააკაშვილმა აღნიშნა", - თქვა თალაკვაძემ.

კომენტარები