სააკაშვილის მოქალაქეობა

პრეზიდენტი: სააკაშვილმა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა

ტაბულა

უღირსი საქციელი - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილმა მსგავსი საქციელით ქვეყანასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

კომენტარები