სააკაშვილის მოქალაქეობა

ვაშაძე: მთავრობის გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობას

BPN.GE

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა გუნდმა უკრაინაში ღირსეული შედეგი აჩვენოს და უკრაინამ ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს რეფორმების მნიშვნელოვანი ტალღა. ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა მსოფლიოს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი პრეცედენტია და ეს საქართველოს ბევრ პოზიტივს მოუტანს.

რაც შეეხება სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს, ხელისუფლების გადასაწყვეტია, მისცემენ თუ არა სააკაშვილს უფლებას, ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა.

"ეს არის თემა, რომელზეც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს საზოგადოებას, თუ რას აპირებენ ისინი - დართავენ თუ არა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილს. მათ უნდა გასცენ პასუხი და ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირებები ამ თემასთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას და შესაბამისად, ეს სავსებით შესაძლებელია, ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის დათმობასთან დაკავშირებით, თვითონ არავის არ მიმართავს განცხადებით" - აღნიშნა ვაშაძემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე.

კომენტარები