ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ცენტრის ახალი დირექტორი რუსულ-ქართული ცენტრის თავმჯდომარეცაა


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ზაზა (ზაალ) აბაშიძე პარალელურად რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარეა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ცენტრის თავმჯდომარეა ზაზა აბაშიძე, ხოლო წევრები - ანა ბოხუა, ნატალია ბურლინოვა, მარია ლიამცევა და ნატალია წერეთელი. ცენტრი 2013 წელს დააფუძნა ა.მ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა.

Image removed.გორჩაკოვის ფონდი
2010 წლის 2 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, "საჯარო დიპლომატიის ხელშეწყობის" მიზნით შეიქმნა. ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი - რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. გორჩაკოვის ფონდი გასცემს გრანტებს, ატარებს სემინარებს, კონფერენციებს და ხელს უწყობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს რუსეთში. საქართველოში გახსნილი აქვს რუსული ენის შემსწავლელი კურსები. ასევე, რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში, ორგანიზება გაუწია ქართველი ახალგაზრდების რუსეთში ვიზიტსა და შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გრიგორი კარასინთან;  საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში ფედერაციის პრეზიდეტის წარმომადგენელ - მიხეილ შვიდკოისთან; პოლიტიკის ანალიტიკოსთან ფიოდორ ლუკიანოვთან; ტელეწამყვან სერგეი ბრილოვთან და ა.შ. 

კომენტარები