მაჟორიტარული ოლქი

ჭიაბერაშვილი: ეს სისტემა საჭიროა, თუ გვინდა, რომ პარლამენტში ყველა ხმა ისმოდეს

პროპორციული სისტემის უპირატესობა, იქნება ეს საერთო ნაციონალური სია თუ რეგიონალური სია, არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში ხმები არ იკარგება. საერთო ეროვნული კონსენსუსი კარგია არამარტო მაშინ, როცა ვყალიბდებით თვითონ საარჩევნო სისტემაზე, არამედ თვითონ ამ არჩევნების დღეც უნდა იყოს ამ კონსენსუსის გამოხატულება, როდესაც ყველა ჯგუფს საზოგადოებაში, ის 42 პროცენტიან კანდიდატს, პარტიას დაუჭერს მხარს თუ 12 პროცენტიანს, ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში, თავისი სიტყვა და მისი ხმა არ იკარგებოდეს. თუ ეს ხმა იკარგება, მერე, როგორც წესი, ეს ჯგუფები ცდილობენ საზოგადოებას თავისი ხმა გააგონონ ზოგჯერ ქუჩიდან, ზოგჯერ სხვანაირად. თუ ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტში ისმოდეს ყველა ხმა, მაშინ ეს სისტემა არის ძალიან კარგი. ნაციონალურ სიასთან შედარებით უპირატესობა არის სწორედ ის, რომ ნაციონალურ სიაში არამარტო ძირითადად თბილისში თავმოყრილი პოლიტიკოსები იკავებენ წამყვან პოზიციებს, არამედ თბილისში დაიწერება ყველა სია. ახლა, რა თქმა უნდა, ღია რეგიონული სია არის მართლაც იდეალური, ამომრჩეველი წყვეტს ადგილზე ვინ და როგორ, მაგრამ რეგიონული პროპორციული სია, თუნდაც დახურული, სადღაც შუაშია, ანუ თბილისში მყოფ პარტიის ლიდერებს აუცილებლად უწევთ ანგარიშის გაწევა რეგიონებში ლიდერებისთვის, აუცილებლად სჭირდებათ, რომ არამარტო თბილისელები იყვნენ ამ სიაში, არამედ რეგიონის წარმომადგენლებიც და შესაბამისად ეს მეორე მხრივ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის, რომ ადგილობრივი ლიდერები გაჩნდნენ. ადგილობრივი ლიდერების გაჩენა იმიტომ გვინდა, რომ ადგილობრივ ლიდერებს უკან მოყვება ადგილიდან წამოსული პრობლემები და ჩვენ თუ გვინდა, რომ ადგილიდან ხმა გვესმოდეს, იმ ხმას გაგვაგონებენ ადგილებიდან წამოსული ლიდერები და არა თბილისიდან წასული ადამიანი. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებმაც ადგილზე მართლაც იციან პრობლემები და იმ ხალხთან აქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საარჩევნო კოდექსში შესაძლო ცვლილებებზე საუბრისას

კომენტარები