მაჟორიტარული ოლქი

კაციტაძე: ჩვენი ორიენტირი ჩვენი სახელმწიფო მოწყობის სისტემა უნდა იყოს

საარჩევნო სისტემების დროს აუცილებელია ქვეყნისა და სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინება სხვადასხვა კუთხით და როდესაც რეკომენდაციებს გზავნიან ევროპული სტრუქტურებიდან, ისინი იქვე ამბობენ, რომ ამას ნუ მიიღებთ როგორც თარგს, რომ მისი შეცვლა არ შეიძლება, ქვეყნის სპეციფიკა გაითვალისწინეთ, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე მომენტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო, საქართველო არ არის გუბერნიებისგან, შტატებისგან, ლენდებისგან შექმნილი, ანუ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ქვეყნის წიაღში არ არსებობს თუ არ ჩავთვლით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც რა არის, საერთოდ არავინ არ იცის, სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის ანალოგია უნდა შევარჩიოთ დემოკრატიული ქვეყნებისგან. საქართველო არის ერთპალატიანი პარლამენტი, როდესაც მაჟორიტარებს ირჩევენ და იქვე არის შერეული სისტემა პროპორციულის, ეს როგორც წესი არის სხვადასხვა პალატაში განთავსებული დეპუტატები. ჩვენთან არის ერთი პალატა, უნიტარული სახელმწიფო, ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. მე არ მახსოვს, ასეთ ხარისხში ყოფილიყოს კონსესუსი სისტემასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ეს უკანასკნელნი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ გასაგები მიზეზების გამო, რათა რისხვა არ დაიმსახურონ

განაცხადა პარტია ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საარჩევნო კოდექსში შესაძლო ცვლილებებზე საუბრისას

კომენტარები