ოკუპირებული ტერიტორიები

ხიდაშელი: ხაჯიმბას დავალებაში არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ იქნება

ამაში ახალი არაფერი არ არის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს ამბები, ყველაფერი, ისტორიის კუთვნილებაა უკვე. არაფერი სიახლე ამაში არ არის. რუსეთი სულ პირდებოდა, ძირითადად, ატყუებდა აფხაზეთს, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნებოდა. ასეთი რამ არც ერთ და არც მეორე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არავის არ უნახავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იქნება. ეს პოლიტიკურად ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მაგრამ თავისთავად ცუდია, რადგან ამით იქ მაცხოვრებელი ადამიანები ზარალდებიან, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველა აფხაზისთვის, ყველა ოსისთვის, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ყველა ადამიანისთვის, იმის გათვალისწინება, რა ტიპის სახელმწიფოსთან აქვთ საქმე, მუდმივად როგორ მიმდინარეობს მანიპულაცია მათი გრძნობებით და რეალურად შედეგი არაფერი არ არის. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებული მოხდება ამ მორიგი ბრძანების გამოცემის შემდეგ. 

განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსს გენერალ ხრულოვს რუსეთთან გაფორმებული დე ფაქტო სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულება დაავალა.

კომენტარები