ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბერძენიშვილი: ნაციონალური მოძრაობა საერთოდ შეიძლება, დაიშალოს

ნაციონალურ მოძრაობას პირველი წევრები არ ტოვებენ, უბრალოდ, ნაციონალურ მოძრაობას ისე, რომ ოპოზიციაში არიან, ტოვებენ პირველად. ეს ასეთი პროცესია და თვითონ გაერკვევიან, ვინ სად იქნება. ჩვენ მათ პატივს ვცემთ გადაწყვეტილებას. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, ნაციონალური მოძრაობა საერთოდ შეიძლება, დაიშალოს. იმიტომ, რომ არ იყო ზვიადი, არ იყო მისი პარტია; არ იყო ასლანი, არ იყო მისი პარტია; არ იყო შევარდნაძე, არ იყო მისი პარტია; არ არის მიშა ცოტა ხანი, არის მისი პარტია, მაგრამ აქვს ნიშნები ისეთივე, როგორც სხვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე.

კომენტარები