საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ სამ ჯგუფად იშლება. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა ჯგუფებზეა საუბარი.
"გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ენმ ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს. მიზეზებზე მათ დღეს ისაუბრეს.





