რუსეთში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის დიდი მანევრები დაიწყო

GETTY IMAGES

რუსეთში დიდი სამხედრო მანევრები დაიწყო, რომელშიც სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები მონაწილეობს.

მანევრები გუშინ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, მოულოდნელი განგაშის გამოცხადებით დაიწყო.

წვრთნების მიზანი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებაა. მანევრებში 250 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 700-მდე ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. სამხედრო ტექნიკა მარშით ასტრახანის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონისკენ დაიძრა, სადაც წვრთნები უნდა ჩატარდეს.  

კომენტარები