კალიფორნია

კალიფორნიის სანაპიროზე, ზღვაში, ნავთობი ჩაიღვარა

კალიფორნია
EPA

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ოკეანის ნავთობით დაბინძურების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაბინძურების მიზეზი ქალაქ სანტა-ბარბარასთან ნავთობსადენის ავარია გახდა.

ნავთობის ლაქის სიგრძე 15 კილომეტრს, დაღვრილი ნავთობის მოცულობა კი, 400 ათას ლიტრს აღწევს.

გამწმენდი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა, ხელისუფლება ვერ ასახელებს ზუსტ დროს, რაც სანაპიროს გაწმენდას დასჭირდება.

კომენტარები