წყლის ტარიფი

მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ

მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე მიიღეს. წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით სემეკ-ს შპს მცხეთისწყალმა მიმართა.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს მცხეთისწყლის აბონენტებს, რომლებიც მრიცხველით სარგებლობენ, წყლის საფასური 0.10 ლარიდან 0.204 ლარამდე გაეზარდათ 1 კუბურ მეტრზე.

რაც შეეხება გაუმრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ერთ სულზე თვეში. ასევე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 4.40 ლარი 1 კუბურ მეტრ წყალზე. აღნიშნული ტარიფები ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომენტარები