ავღანეთის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ ავღანელი ქალის სახალხოდ ჩაქოლვის საქმეზე 11 პოლიციელს 1 წლით პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელებს ბრალი იმაში ედებათ, რომ მათ ქალის ბრბოსგან დაცვა ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ მარტში ავღანეთში ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილი ქალი მამაკაცთა ბრბომ სახალხოდ ჩაქოლა, რის შემდეგაც მისი სხეული დაწვეს და ხიდიდან მდინარეში გადააგდეს.
ამ ფაქტს ქაბულში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები რელიგიურ ექსტრემიზმსა და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ.
თვის დასაწყისში იმავე მოსამართლემ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ 4 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.





