სახალხოდ ჩაქოლვა

ავღანეთში ქალის ჩაქოლვაში ეჭვმიტანილ 4 პირს სიკვდილი მიუსაჯეს

Hedayatullah Amid / European pressphoto agency

ავღანეთის სასამართლომ ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილი ქალის სახალხოდ ჩაქოლვისთვის 4 კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დანარჩენ 8 ეჭვმიტანილს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 18 მათგანი უდანაშაულოდ ცნეს.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა ბრბომ 27 წლის ქალს სასიკვდილოდ სცემა, ხოლო შემდეგ მათ მისი სხეული დაწვეს და ხიდიდან მდინარეში გადააგდეს. ასეთი სასჯელი ქალს ყურანის დაწვის გამო გამოუტანეს.  

კომენტარები