კრიმინალი

თბილისში, დიღმის მასივში წუხელ 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

metro.us

თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. 

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები