რიგის სამიტი

მიროტაძე: რიგის სამიტზე მივდივართ კარგი შედეგებით, რთულია ვთქვათ - რით წამოვალთ

რიგის სამიტზე ჩვენ მივდივართ საკმაოდ კარგი შედეგებით, ანუ ყველა ის პირობა, რომელიც უნდა შეგვესრულებინა უკვე მეორე ეტაპზე, ჩვენ შევასრულეთ ანუ ქართულ მხარეს აქვს საკმაოდ კარგი ვითარება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ შეფასებები იმის, რამდენად მზად არის ქვეყანა, მიიღოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ამისთვის ჩვენ ბევრი გავაკეთეთ. ვფიქრობ, ამ საკითხზე რიგის სამიტზე აქტიური მსჯელობა იქნება, დანარჩენი, იქ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და პერსპექტივაში როგორ მოხდება, ეს უკვე უნდა გადაწყდეს რიგის სამიტზე. ახლა ძალიან რთულია ვთქვათ, რით წამოვალთ იქიდან, რა შედეგებით, მე ვიცი, რომ ქართული მხარე მიდის კარგი შედეგებით.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ მოახლოებულ რიგის სამიტზე.

კომენტარები