ბიუჯეტი 2015

ბიუჯეტით ერთი დოლარი 1.80 ლარი ღირს, რაც გრანტების შესრულებას ხელოვნურად ზრდის

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 1.80 ლარი ღირს. ბიუჯეტის პარამეტრების დაგეგმვა სწორედ ამ გაცვლითი კურსის მიხედვით მოხდა, თუმცა წელს აშშ დოლარი ბიუჯეტით განსაზღვრული 1.80 ლარი საერთოდ არ ყოფილა. ვალუტის დაგეგმილსა და რეალურ კურსებს შორის სხვაობა კი ბიუჯეტის შესრულების ზოგიერთ მონაცემს, განსაკუთრებით კი გრანტების შესრულების მონაცემს გადაჭარბებით წარმოაჩენს. 

წელს, პირველ სამ თვეში, საქართველოში 44 მილიონი ლარის მოცულობის გრანტები უნდა შემოსულიყო, თუმცა დაგეგმილი 44-ის ნაცვლად ქვეყანაში 58 მილიონი ლარის მოცულობის გრანტები შემოვიდა, რაც გეგმას 30%-ით აღემატება. გრანტები საქართველოში უცხოურ ვალუტაში შემოდის, იმის გამო, რომ ერთი აშშ დოლარი 1.80 ლარი არ ღირს, ლარში გამოსახული გრანტების მოცულობა გეგმასთან შედარებით გაზრდილი ჩანს. 

2015 წლის ბიუჯეტში დოლართან მიმართებით ლარის სავარაუდო გაცვლით კურსად 1.80 ლარის დაფიქსირება თავიდანვე გახდა დებატების საგანი, რადგანაც უკვე იმ პერიოდში, როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდა, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.80-ს აღემატებოდა. 

კომენტარები