წყლის ტარიფი

სემეკმა GWP-ს თბილისში წყლის ტარიფის შეცვლაზე უარი უთხრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ Georgian Water & Power-ს უარი უთხრა თბილისში წყლის ტარიფის შეცვლაზე. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კომპანიას უფლება აქვს, ტარიფის გადახედვა კიდევ ერთხელ მოითხოვოს. GWP დანახარჯების გაზრდაზე საუბრობდა, თუმცა სემეკმა ხუთთვიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ კომპანიას აქვს რესურსი, დანახარჯები ტარიფის ზრდის გარეშე დაარეგულიროს.

კომპანია Georgian Water & Power-ის წარმომადგენლები სემეკის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. GWP საკუთარ პოზიციას წერილობითაც გაავრცელებს.

კომენტარები