ნულანდის ვიზიტი რუსეთში

ვიქტორია ნულანდი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება

topnews.in

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ნულანდი ხვალ რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდება.

მოლაპარაკების მთავარი თემა მინსკის ხელშეკრულების იმპლემენტაციაა. ნულანდი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასევე განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს და შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

კვირის დასაწყისში ნულანდი კიევში იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკსა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, მინსკის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში საკუთარი მონაწილეობა გააძლიეროს.

კომენტარები