მეჩაიეობა

პრემიერი: ერთ თვეში, მეჩაიეობის განვითარების ახალ პროგრამას წარვადგენთ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობა ერთ თვეში მეჩაიეობის განვითარების ახალ პროგრამას წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს გურიაში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გურიას ამ მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.

„წლების განმავლობაში, ჩაის და წარმოების განვითარებას ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ ამ მიმართულებით და მიმაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროგრამა“, - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები