ეგვიპტე

მუჰამედ მორსის სიკვდილით დასჯიან

CNN

კაიროს სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს მოჰამედ მორსის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მორსის სასჯელი სახელმწიფო ღალატისა და 2011 წელს მუსლიმთა საძმოს ლიდერების ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეზე შეეფარდა.

მორსის საქმე დასამტკიცებლად ეგვიპტის უმაღლეს მსაჯულს გადაეცემა. ვერდიქტი 2 ივნისს დამტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ მორსი პოსტიდან 2013 წელს გადააყენეს, რის შემდეგაც ეგვიპტის სამხედრო მეთაურობამ მუსლიმთა საძმოს საქმიანობა აუკრძალა.

მორსის ბრალად ისლამისტურ დაჯგუფებებთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან თანამშრომლობით ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა ედებოდა.

 

კომენტარები