ჯანდაცვის სამინისტრო

ენმ: მთავრობა ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ზოგავს ბიუჯეტის სახსრებს

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს ბიუჯეტის სახსრები". როგორც ენმ-ის წევრმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბავშვის 10-ლარიანი დანამატის გაცემა მაისამდე გადასწია. მისივე შეფასებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს არაკომპეტენტურობამ გამოიწვია ის, რომ "მთლიანად სისტემა ლამის პარალიზებულია".

"ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში დააანონსა, რომ პირველი აპრილიდან ბავშვის 10-ლარიანი დანამატი გაიცემოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. ამისათვის მათ აიღეს სატესტო პერიოდი, რომელშიც ვერ მოასწრეს პროგრამის ახალი მეთოდოლოგიის დასრულება და გადასწიეს ის პირველ მაისამდე. ამან შედეგად მოგვცა არა მხოლოდ ის, რომ დღემდე ვერ ახერხებს მთავრობა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 10-ლარიანი დანამატის გაცემას, არამედ, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არაკომპეტენტურობამ და უნიათობამ, რამაც სამწუხაროდ დაისადგურა იქ, გამოიწვია ის, რომ მთლიანად სისტემა ლამის პარალიზებულია. ხალხი, რომლიც იანვრიდან და თებერვლიდან ელოდება სოციალური აგენტის ოჯახში მისვლას და შემოწმებას, იმისათვის რომ განისაზღვროს მათი ქულა, დღევანდელი მდგომარეობით უიმედოდ ელოდება სოციალური სააგენტოს მხრიდან ყურადღებას. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ კატეგორიაში მოხვდნენ ისეთი ოჯახები, რომლებიც იღებდნენ დახმარებას, შეუწყვიტეს სწორედ იმ მოტივით, რომ გადადიოდა სისტემა ახალ მეთოდოლოგიაზე, ისინი ელოდებიან ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას, ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას, შეწყვეტილი აქვთ და სამინისტრო ვერ სცემს პასუხს, როდის შეიძლება, რომ ამ ადამიანებმა გაიგონ პირველ რიგში საკუთარი ქულა და, მეორეს მხრივ, მიიღონ კონკრეტული პასუხი, დაეხმარება თუ არა მათ სახელმწიფო. ანუ პრობლემა, გარდა იმისა, რომ 10-ლარიანი დანამატი სოციალურად დაუცველ ოჯახებში ვერ გაიცემა, პრობლემა კიდევ უფრო ღრმა გაჩნდა, გაჩნდა ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი რჩება სახელმწიფოს ყურადღების გარეშე", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები