საქართველოს პარლამენტი

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა დღესაც ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პლენარული სხდომა დღესაც ჩაიშალა. მიზეზი კვლავ კვორუმის არარსებობაა – განმეორებითი რეგისტრაცია 67-მა დეპუტატმა გაიარა. კვორუმს კი, 76 დეპუტატი სჭირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება მეტი დეპუტატი, მაგრამ მათი ნაწილი, "კერძოდ კი, ოპოზიციის წარმომადგენლები", რეგისტრაციას არ გადიან. უსუფაშვილის ინფორმაციით, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში არ იმყოფებიან, რადგან სასამართლო სხდომას ესწრებიან, უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი უცხოეთშია, დეპუტატთა ნაწილი კი, EBRD-ის ღონისძიებებში მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, განმეორებითი რეგისტრაცია აღარ ჩატარდება. 

უსუფაშვილის თქმით, მიმდინარე სასესიო კვირას განსახილველ საკითხებზე მსჯელობის მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ. 

კვორუმის არარსებობის მიზეზით სხდომა 13 მაისსაც ჩაიშალა. 

კომენტარები