აშშ

ობამა არაბ მოკავშირეებს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა

worldtribune.com

შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის ქვეყნებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას ჰპირდება. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონმა კემპ დევიდში გამართულ ამერიკულ-არაბულ სამიტზე მიიღო. ბარაკ ობამა ბაჰრეინის, კუვეიტის, ომანის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაში საუდის არაბეთის მეფესაც უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც სამიტზე არ ჩავიდა. ვაშინგტონი არაბ მოკავშირეებს სამხედრო მხარდაჭერას დაჰპირდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, გავაფართოებთ სამხედრო წვრთნებს და დახმარებას, რათა მოვიგერიოთ საფრთხეების მთელი სპექტრი, ტერორიზმის ჩათვლით. რაც შეეხება სირიას, იქ ზომიერი ოპოზიციის გაძლიერებას გავაგრძელებთ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისა და სირიაში მშვიდობის მიღწევის მიზნით. იმის მიუხედავად, მივაღწევთ თუ არა საბოლოო შეთანხმებას ირანის ატომურ პროგრამაზე, არსებულ საფრთხეებზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები