ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მეორე კვარტლის ბოლოს ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. ამის შესახებ მინისტრმა EBRD-ის ბიზნესფორუმზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ბიუჯეტის კორექტირება. ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს და მე ამას ვამბობ იანვრის თვიდან მოყოლებული. მეორე კვარტლის ბოლოს, გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ბიუჯეტის შესაბამის კორექტირებას", - თქვა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა წელს 2.3%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს ბიუჯეტით დადგენილ 5%-იან ზრდასთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. EBRD-ის პროგნოზი სხვა საერთაშორისო ოროგანიზაციებთან, მათ შორის, სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შედარებით უფრო ოპტიმისტურია, რადგანაც სხვა ორგანიზაციების პროგნოზით, წელს საქართველოს ზრდა მხოლოდ 2% იქნება.





