ლარის კურსი

ლარი კვლავ გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0015 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3632 ლარი ეღირება. ლარი ასეთი გაუფასურებული ბოლოს 1999 წელს იყო.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 5 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.701 ლარი ეღირება.

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 26%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე აქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი მაინც შეიძლება გაუფასურდეს, რადგანაც მოკლევადიან პერიოდში მასზე კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები