საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ხუთჯერ ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პარლამენტში დღის განმავლობაში 5-ჯერ ჩატარდა რეგისტრაცია, მაგრამ კვორუმი ვერცერთხელ ვერ შედგა. ბოლო რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, რეგისტრაცია 63-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი საჭირო სულ მცირე 76 დეპუტატია. პლენარული სხდომა პარასკევს გაიმართება.

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის თქმით, დეპუტატთა ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფორუმში მონაწილეობს და ამიტომ არ იმყოფებოდნენ ქუთაისში. მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთა ნაწილმა რეგისტრაცია ნაწილ-ნაწილ გაიარა, რათა სხდომა ჩაშლილიყო. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში უმრავლესობის შენიშვნას არ იზიარებენ.                                                                        

 

 

 

 

 

კომენტარები