პაკისტანში შეიარაღებული პირების ავტობუსზე თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 20 ადამიანი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ავტობუსით რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ისმაილიტები მგზავრობდნენ. 6 შეიარაღებული პირი ავტობუსს მოტოციკლეტით დაესხა თავს. ავტობუსს ბავშვები, ქალები და მამაკაცები გადაჰყავდა.
ექსტრემისტულმა ჯგუფმა, რომელიც პაკისტანში შიიტების დევნითაა ცნობილი, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.
ისმაილიზმი შიიტური სექტაა, თუმცა სხვა შიიტური ჯგუფებისგან განსხვავებით, ისმაილიტებზე მსგავსი ტიპის თავდასხმები ძალიან იშვიათად ხდებოდა.
"ეს ისმაილიტებზე თავდასხმის პირველი მასშტაბური შემთხვევაა", - განაცხადა ზოჰრა იუსუფმა, პაკისტანში ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ.





