სტიქიური უბედურება

ნეპალში აშშ-ის კუთვნილი ვერტმფრენის ადგილმდებარეობის დადგენა ჯერაც ვერ ხერხდება

CNN

ნეპალში დაკარგული აშშ-ის კუთვნილი ვერტმფრენის ადგილმდებარეობის დადგენა ჯერაც ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვერტმფრენი, სადაც 6 ამერიკელი და 2 ნეპალელი იმყოფებოდნენ, ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიგზავნა.

პენგატონის ცნობით, გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ეკიპაჟს საწვავის პრობლემა აღმოაჩნდა. ვერტმფრენი ბოლოს კატმანდუდან 45 მილის მანძილზე დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ ნეპალში მომხდარმა მიწისძვრამ რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა. მეორე ძლიერი მიწისძვრა ნეპალში სამშაბათს მოხდა.

კომენტარები