NDI-ის კვლევა

NDI: 2014 წლის აპრილში პრემიერი 64%-ს მოსწონდა, ახლა - 40%-ს

facebook.com/GaribashviliOfficial

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 40%-ს მოსწონს, არ მოსწონს 31%-ს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოს მონაცემებით, პრემიერი 54%-ს მოსწონდა. ხოლო 2014 წლის აპრილის შედეგებით, 64%-ს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები